საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ჯერ არ მსჯელობს.
“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა“,_ განაცხადა ტიკარაძემ.