მსხალი სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული. აღმოჩნდა, რომ მსხალში ბევრი ანტიოქსიდანტი, ფლავონოიდი და უჯრედისია.
მასში არ არის ცხიმი, ქოლესტერინი და ზომიერად კალორიულია. სპეციალისტების აზრით, მსხალი ხელს უწყობს წონის დაქვეითებას, ამცირებს კიბოს, ჰიპერტონიის, დიაბეტის და გულის დაავადებების განვითარების რისკს.
საშუალო ზომის მსხალი შეიცავს 101 კალორიას, 27გრ ნახშირწყალს და 1 გრ ცილას. იგი შეიცავს С, К, В6 ვიტამინებს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, რიბოფლავინს, ფოლატს, კაროტინოიდებს, ფლავონოლებსა და ანტოციანებს.
მსხალი უჯრედისითაც მდიდარია, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხსნის ანთებას, ააქტიურებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს წონას, სისხლში ქოლესტერინის დონეს, ეხმარება ორგანიზმს შაქრის ციფრების მოწესრიგებაში და გამოჰყავს ტოქსინები ბუნებრივი გზით.