„გადამოწმებული ინფორმაციით, რამე მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია ამ მიწისძვრას,”, _ ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მარგველიძის თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება სოფლებში.
“ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხდება გადამოწმება სოფლებში.
სოფელ ჟოშხაში არის ერთი სახლი დაზიანებული, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ პიროვნებას უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი“, – აცხადებს მარგველიძე.