ავიაშოუ მსხვერპლით დასრულდა. ავიაკატასტროფა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საჰაერო ძალების Wings Over Dallas-ის სამახსოვრო შოუს დროს მოხდა. დალასის აეროპორტში ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი თვითმფრინავი შეეჯახა. ერთ-ერთი B 17 ბომბდამშენია, რომელმაც მეორე ომის დროს, დიდი როლი შეასრულა გერმანიის წინააღმდეგ.
როგორც BBC იუწყება, წინასწარი მონაცემებით, ორივე თვითმფრინავის პილოტები დაიღუპნენ, თუმცა, მსხვერპლის რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.
მომხდარის გამოძიება მიმდინარეობა.