პოლიცია ამ დრომდე ეძებს მამაკაცს, რომელსაც ისანში მომხდარ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. 4 ადამიანი ცივი იარაღით “დირსის” დასახლებაში დღის ბოლოს დაჭრეს. აქედან ერთი მალევე დაიღუპა. მძიმედ მიიჩნევენ ექიმები კიდევ ორის მდგომარეობას. მათ ღამით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ. დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო: rustavi2