21 და 26 ოქტომბერს გასამართი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში ქსკ ლანჩხუთის 11 ფეხბურთელია გამოძახებული.
მეკარე: თათია გაბუნია. მცველები: ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე, ნინო გუჯაბიძე, ია ალელიშვილი. ნახევარმცველები: თეონა ბაქრაძე, სალომი დიმოპულუ, თეონა თოდაძე, ირინა ხაბურზანია. თავდამსხმელები: ნათია წოწერია, ხატია ჭყონია.
ასევე U 19 ნაკრებში გამოძახებულები არიან ანა გობრონიძე და მარიამ კაპანაძე, _ ინფორმაციას ქსკ “ლანჩხუთი” სოციალურ ქსელში ავრცელებს.