EURONEWS- ის ინფორმაციით, მსოფლიო ლიდერებმა გააკრიტიკეს ისრაელის გადაწყვეტილება ღაზას სექტორზე კონტროლის აღების შესახებ და გააფრთხილეს, რომ ეს ნაბიჯი ღაზას სექტორში ისედაც კატასტროფული ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების რისკს ქმნის.
ინფორმაციისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა პარასკევს დილით ადრე დაამტკიცა საკამათო გეგმა, რაც ქვეყნის თითქმის ორწლიან ომში ჰამასის წინააღმდეგ ახალი ესკალაციის ნიშანია.





























































