https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მსოფლიო სააღდგომო ტრადიციები

10:44; 5.05.2024
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

აღდგომა მსოფლიოში განსაკუთრებული მოვლენაა. მაშინ, როცა ქართველები წითლად შეღებილი კვერცხებითა და პასკით ქრისტეს აღდგომას აღვნიშნავთ, ევროპაში აღდგომის განუყრელ ატრიბუტად დიდი ხანია კურდღელი იქცა, რომელსაც სააღდგომო კვერცხები მოაქვს.

ალბათ საინტერესოა როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ავსტრალიაში სააღდგომოდ შოკოლადის ან შაქრის კვერცხებს ამზადებენ, რომელთაც კურდღლის ან გადაშენების პირას მისული ავსტრალიური ცხოველის – ბილბის ფორმა აქვს. მათი სააღდგომო მენიუ ცხვრის, შემწვარი ღორის ან ქათმისგან შედგება. გარნირად კარტოფილის, გოგრის, ლობიოსა და ბარდის კერძებს მიირთმევენ. დესერტად აქვთ ტრადიციული ავსტრალიური სააღდგომო ტკბილეული – ხილით გაფორმებული ბეზეს ტორტი. ძალიან პოპულარულია ტკბილი ცხელი ფუნთუშები, რომელსაც ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ შეექცევიან. ავსტრალიაში აღდგომა დღეს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ონკანებიდან წამოსულ წყალს. შეყვარებულები მას სპეციალურ ჭურჭელში იღებენ და ქორწილამდე ინახავენ. ცერემონიის დროს კი ერთმანეთს ასხურებენ, ქორწინება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს.

იტალიაში იტალიურ კულიჩს, პანეტონეს აცხობენ, რომელსაც ქიშმიშითა და გამხმარი ხილით რთავენ. ეს ნუგბარი სუფრაზე დაჭრილი მიაქვთ და იტალიურ ღვინოებთან ერთად მიირთმევენ. იტალიაში კვირას რომის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი იკრიბება  რომის პაპის მილოცვის მოსასმენად. მთავარი სააღდგომო კერძია შემწვარი არტიშოკით, ბულგარული წიწაკით, ზეთისხილითა და პომიდვრით შეკაზმული ცხვრის ხორცი, ასევე ყველ-კვერცხიანი ქადა, სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ლიმონის არომატიანი და ნუშმოყრილი ნამცხვარი „კოლომბა”.

აშშ-ში აღდგომის დღეს აუცილებლად ესწრებიან სადღესასწაულო მსახურებას, შემდეგ კი სუფრასთან ინაცვლებენ. ტრადიციული სააღდგომო მენიუ ასეთია: ლორი ანანასითა და კარტოფილით, ხილისა და ბოსტნეულის სალათით. სააღდგომო კურდღელს ბავშვებისთვის საჩუქრებიც მოაქვს, ძირითადად, კვერცხის, შოკოლადისა და კანფეტების სახით.

ინგლისში უმრავლესობისთვის აღდგომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შობა. სკოლები ორი კვირით იკეტება. 500-წლიანი ტრადიციის თანახმად, აღდგომის წინ, დიდ ოთხშაბათს (კენტ წლებში – ვესტმინსტერის სააბატოში, ლუწ წლებში კი ქვეყნის სხვა რომელიმე ტაძარში), სამეფო ოჯახი მოწყალებად ოქროს მონეტებს არიგებს – მონეტა გადაეცემა იმდენ კაცს, რამდენი წლისაცაა დედოფალი. აღდგომას ბავშვებს კანფეტებსა და სათამაშოებს ჩუქნიან. ისევე როგორც გერმანიაში, აქაც პოპულარულია სააღდგომო ბოცვერი: ბავშვები მათ მიერ მოხატული კვერცხების სანაცვლოდ ბოცვრის მოტანილ საჩუქრებს ეძებენ. საკვირაო სადილზე კი მთელი ოჯახი იკრიბება. სუფრაზეა ჯვრიანი ფუნთუშები, შემწვარი ბატკანი, ცომისგან დამზადებული ათასნაირი კურდღელი, შოკოლადის კვერცხები, უცნაური ბუტერბროდები.

მექსიკაში აღდგომის დღესასწაული ორი კვირა გრძელდება, რასაც სახალხო ზეიმისა და სეირნობების სახე აქვს. ქუჩებს გირლიანდებით რთავენ. იმართება კოსტიუმირებული წარმოდგენები, რომლებიც, ძირითადად, ქრისტეს ჯვარცმის სცენებს ასახავს.

შვედეთში სააღდგომოდ სახლებს ყვავილებით რთავენ, კუთხეებში კი ფერადი ბუმბულით გაფორმებულ ყვითელ წიწილებს დგამენ. სააღდგომო კვერცხს მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც კანფეტებია ჩალაგებული. სადღესასწაულო სუფრა საშობაო სუფრის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ჭარბობს ტკბილეული. შვედები დარწმუნებულები არიან, რომ აღდგომა დღეს ქუჩაში ბევრი ბოროტი ძალა გამოდის. ამიტომ, მათ დასაფრთხობად კოცონებს ანთებენ. ბავშვები ჯადოქრების სამოსს იცვამენ, კარდაკარ დადიან და ტკბილეულს ითხოვენ.

პოლონეთში აღდგომას ორი დღე აღნიშნავენ. სუფრაზე ოჯახის ყველა თაობა იყრის თავს. ტრაპეზი ლოცვით იწყება. სუფრაზე აუცილებელია პასქა, კვერცხები, პირშუშხა, ხორცი და ძეხვი. მეორე დღეს, „სველ ორშაბათს”, პოლონელები ერთმანეთს წუწავენ. სწამთ, რომ წყალს წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს, ამიტომ სააღდგომოდ პირს წყაროზე იბანენ. დიდ ოთხშაბათს აცხობენ ტრადიციულ ნამცხვარს – „მაზურეკს”, შაქრის კვერცხებით, კრემის ყვავილებით და შოკოლადის ტოტებით. პოლონეთში კვერცხებს სხვადასხვაფრად ღებავენ, ამზადებენ ხაჭოს პასქებს, რომელთაც ნუშით, ცუკატებითა და ხმელი ხილით აფორმებენ. სადღესასწაულო მენიუშია ასევე სააღდგომო ტორტი, რომელიც 3–4 დღით ადრე ცხვება. მისი ცომი ძალიან ფხვიერია და კრემით გასაჟღენთად დიდი დრო სჭირდება. აღდგომის დღეს პოლონელი მამაკაცები იღებენ წკეპლას და გარეთ გამოდიან. ამ წკეპლას ისინი მსუბუქად ურტყამენ გოგონებსა და ქალბატონებს. მიჩნეულია, რომ ამით გაწკეპლილები ბედნიერებას იპოვიან.

საფრანგეთში აღდგომა ოჯახური დღესასწაულია და ტრადიციული სუფრა ლოცვის თანხლებით მიდის. ფრანგები აუცილებლად მიდიან ეკლესიაში წირვაზე. მშობლები სააღდგომოდ შინ საგულდაგულოდ მალავენ შოკოლადის კვერცხებს, რომლებიც ბავშვებმა უნდა იპოვონ. სადილზე მთავარი კერძი შემწვარი წიწილაა. სახლები წითელი ლენტებითა და ფერადი გირლანდებით ირთვება. აღდგომის მთავარი სიმბოლოა ზანზალაკი, რომლის წკრიალი მთელი დღე ისმის, რაც სიცოცხლისა და მხიარულების გაგრძელების ნიშანია.საფრანგეთში სააღდგომოდ ხეებს რთავენ. ფრანგები მიირთმევენ ღვინოს, კვერცხის კერძს და ზანზალაკს აჟღარუნებენ. ზანზალაკებს ამაგრებენ ტანსაცმელზე, კარზე, ავტომობილებზე და უწყვეტი კაკაფონიის გამო მთელი ქვეყანა „მუსიკალურ ზარდახშას” ემსგავსება. ბავშვები დილიდან ეზოებში, შეშის გროვაში ეძებენ ტკბილეულსა და შოკოლადის კვერცხებს. მშობლები კი ბავშვებისთვის საჩუქრებს შინ მალავენ. ყველაზე სასურველი ფრთიანი შოკოლადის ზანზალაკის პოვნაა. ფრანგ ქალებს აღდგომის წინა ორშაბათს ქმრების ცემის ტრადიცია აქვთ – მათ ამისი უფლება ენიჭებათ. მაგრამ, ისევ მათ ინტერესში შედის, რომ მეტისმეტი არ მოუვიდეთ, რადგან სამშაბათს ქმარს „ხელის შებრუნება” უკვე შეუძლია.

ისლანდიაში სააღდგომო კვერცხებს ხელით, სპეციალური ფუნჯებით ხატავენ და შემდეგ სათამაშო წიწილას თავზე ამაგრებენ – ეს ახალი, ნათელი ცხოვრების სიმბოლოა. ნაცნობებს უგზავნიან საფოსტო ბარათებს კეთილი სურვილებითა და ბრძნული აზრებით. მთავარი სააღდგომო კერძი ბრინჯითა და ჩაშუშული ბოსტნეულით მომზადებული ბატკანია.

ბერძნები აღდგომას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. სუფრაზე თავდაპირველად მიირთმევენ ცხვრის ხორცითა და კვერცხით დამზადებულ და ლიმონით შეზავებულ წვნიან „მაიერიცას”. ასევე აცხობენ ტკბილ პურს – „ჩურეკს”, რომელსაც წითელი კვერცხებით რთავენ, ხოლო დესერტად ნიგვზიან ნამცხვარს – „ბაქლავას” აყოლებენ.

გერმანიაში ეს ტრადიცია ძალიან პოპულარულია, ამ ქვეყანაში სადღესასწაულოდ უამრავ შოკოლადის კურდღელსა და კვერცხს ამზადებენ. ქუჩებში დადიან ამ ცხოველის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომელთაც კალათებში შოკოლადის კვერცხები უწყვიათ. სააღდგომო კურდღლის სიმბოლიკას სხვადასხვა ახსნა აქვს. ერთ–ერთი ვერსიით, იგი კავშირშია გაზაფხულის ქალღმერთთან რომლის ატრიბუტებსაც წარმოადგენს კვერცხი და კურდღელი. დღესასწაულს გერმანელები ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ. საზეიმო სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც სააღდგომო კურდღლმა დაუმალა, დღის მეორე ნახევარში კი, სტუმრად მიდიან ან თავად იღებენ მეგობრებსა და ნათესავებს. გერმანიაში წითელი პარასკევი და დიდი შაბათი უქმეა. შაბათ-საღამოს კი მთელ გერმანიაში ანთებენ დიდ სააღდგომო ჭიაკოკონებს, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. ჭიაკოკონები ზამთრის დასრულებისა და ყოველივე ცუდის დაწვის ნიშანია. კვირას, დილით, მთელი ოჯახი სუფრას უზის, ბავშვები მშობლების მიერ დამალულ ნუგბარით სავსე კალათებს ეძებენ, რომელიც თითქოსდა ბაჭიებმა დამალეს. საღამოს კი ნათესავებსა და მეგობრებს სტუმრობენ.

ფილიპინებზე აღდგომის დილას ზარების რეკვა იწყება, მშობლები პატარა ბავშვებს ხელში იყვანენ და თავს ზემოთ სწევენ. მათი რწმენით, ამან მათ ბედნიერება უნდა მოუტანოს.

ჩეხეთში სააღდგომოდ აუცილებლად აცხობენ „იდაშის” – ყულფის ფორმის მქონე ნამცხვარს, რომლითაც „იუდამ თავი ჩამოიხრჩო”. ძველი ტრადიციით, „იდაშის” თაფლს უსვამენ, რათა წლის განმავლობაში ადამიანი გველმა არ დაკბინოს. ჩეხებს სუფრაზე აუცილებლად აქვთ ბისკვიტის „ცხვარიც”.

ბულგარეთში დიდ სააღდგომო კულიჩს გარშემო სხვადასხვაფრად შეღებილ კვერცხებს ულაგებენ და მოგვიანებით მათი მიჭახუნებით ირთობენ თავს.ბულგარეთში ტრადიციული ბატკნის კერძის – „დრობსარმას” გარდა, სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულის სალათა, წითელი ღვინო და ტკბილი ნამცხვარი – „კოზუნაკი”, ანუ პასქა, რომელიც ბევრი ვანილით არის შეზავებული. სუფრასთან პირველად ბავშვები სხდებიან.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

Bride and Bridegroom at Wedding
ზაფრანი

ვინ ქორწინდება ყველაზე გვიან

10:07; 30 იანვარი, 2026
ზაფრანი

ყველაზე ამბიციური პიროვნებები

10:05; 30 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვის ეძნელებათ თქვან: „მიყვარხარ“

10:03; 30 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვის აქვთ სამსახიობო ნიჭი

10:01; 30 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

09:49; 29 იანვარი, 2026

სააღდგომო ადათ-წესები საქართველოში

სააღდგომო კვერცხების შეღებვის ტრადიცია

ყველა სიახლე

საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

14:09; 30.01.2026
საზოგადოება

აჭარის ტელევიზიას ირაკლი კიკვაძე უხელმძღვანელებს

13:36; 30.01.2026
ფინანსები

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

13:22; 30.01.2026
პოლიტიკა

რა წერია კანონპროექტში, რომელიც უკვე დაიდო პარლამენტის საიტზე

12:59; 30.01.2026
სამართალი

“წამში ჩაქრა ორი ადამიანის სიცოცხლე… სულ დამწვარი იყო მანქანა” – ცნობილია უმძიმესი ავარიის დეტალები

12:42; 30.01.2026
სამართალი

“შეესწრო დაპირისპირებას და უნდოდა მხარეების გაშველება” _ შარაშიძის ადვოკატი

12:28; 30.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძეს 30 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა

12:09; 30.01.2026
სამართალი

“მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა” _ რას შეუფარდებენ დავით შარაშიძეს

11:52; 30.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე განსასჯელის სკამზე – დავით შარაშიძე ბრალს აღიარებს

11:41; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო