მსოფლიოს 60 გამარჯვებულს შორის 19 გამარჯვებული ეკოსკოლა საქართველოდანაა და მათ შორის ორი სკოლა გურიიდან. _ სასიხარულო ინფორმაციას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ავრცელებს.
“ჩოხატაურის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა და სსიპ ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა როგორ გამახარეთ. #დავიცვათსაქართველოსსისუფთავე – პროექტი რომელიც, წარმატების და გამარჯვების შანსს გაძლევს.
მთელი მსოფლიოდან საუკეთესო 60 განაცხადს შორის 19 პროექტი საქართველოდანაა.
ცოტა ხნის წინ ჩვენმა პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE), საგანმანათლებლო გრანტების კონკურსი გამოაცხადა წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის.
კონკურსში მთელი მსოფლიოდან 100 – ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათგან საუკეთესო სამოცი შეირჩა.
გვიხარია, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის, ყველაზე მეტი – 19 პროექტი საქართველოდანაა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებთ მათ.
გამარჯვებული სკოლების სანახავად გადადით ბმულზე ან დაასკანერეთ QR კოდი – https://bit.ly/3Zg8XXs” _ წერს სოციალურ ქსელში ლელა იმედაშვილი.