იაპონელი დები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ტყუპად დასახელდნენ. მათი ასაკი 107 წელი და 300 დღეა.
დები 1913 წლის 5 ნოემბერს დაიბადნენ. დღეს, ისინი იაპონიის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში, მსოფლიო რეკორდს აქამდეც იაპონელი ტყუპი და ამყარებდა. გარდა ამისა, ამ დრომდე, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ასევე იაპონელი, 118 წლის ქალია.
ავტორი