ჩიკაგოში კომპანიამ, “მსოფლიოს საუკეთესო შოკოლადი“, სარეკორდო შოკოლადის ფილა წარმოადგინა – მისი სიგრძე 6,4 მ–ია, სიმაღლე – 91 სმ, წონა კი 5574,65 კგ, რაც წინა რეკორდზე თითქმის ერთი ტონით მეტია.
მის დასამზადებლად დაიხარჯა 544 კგ ნუში, 2494 კგ შაქარი, 907 კგ რძის ფხვნილი, 771 კგ კაკაოს ცხიმი და 635 კგ შოკოლადის ლიქიორი.
საინტერესოა, რომ რეკორდსმენი შოკოლადი არ შეუჭამიათ, იგი აშშ–ის გარშემო ე.წ. განათლების სარეკლამო ტურნეში იმოგზაურებს დევიზით: “იფიქრეთ ფართოდ, მიირთვით ჭკუით!”
ავტორი