კანი, ჟენევა, ტოკიო, ნიუ-იორკი – ეს არის იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალი, სადაც განლაგებულია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები. ამ საპრეზიდენტო, ან სამეფო აპარტამენტებში ისვენებენ ვარსკვლავები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები…
ამერიკულმა პორტალმა “Celebrity Net Worth” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულო ნომრების ტოპ ათეული შეადგინა.
- ამ სიაში მეათე ადგილს კანის “Martinez Hotel” იკავებს. ამ სასტუმროში ყველა ნომერს საოცარი ხედი აქვს და მისი ერთი ღამით დაქირავება 18 000 დოლარი ღირს.
- მეცხრე ადგილი მოსკოვის სასტუმრო “Ritz Carlton”-მა დაიკავა. სასტუმროს ლეგენდარული ნომრები 18 200 დოლარი ღირს. სასტუმროს ნომრების ხედები კრემლსა და წითელ მოედანს გადაჰყურებს.
- სიაში მერვე ადგილს დუბაის სასტუმრო “Burj Al Arab” იკავებს. ყველაფრით კეთილმოწყობილ სასტუმროში ერთი ღამით ნომრის აღება 19 000 დოლარი ღირს. ნომრის ქირაობაში შედის პერსონალური ლიფტი, კინოთეატრი ოთახში და პირადი “როლს როისი” მძღოლით, რომელიც სასურველ ადგილზე წაგიყვანთ.
- მეშვიდე ადგილზე პარიზის სასტუმრო “Park Hyatt Paris-Vendome”-ა. მისი ნომრის დაქირავება 20 000 დოლარად არის შესაძლებელი. ოთახები ფართობი, დაახლოებით 230 კვ.მ, სადაც პერსონალური სპა-ოთახი, “ჯაკუზი” და საუნაც შედის.
- მეექვსე ადგილს იკავებს სამეფო ნომერი სასტუმრო “The Atlantis” ბაჰამის კუნძულებდზე. ხელნაკეთი ორმანეტებით დამშვენებული ოთახები ოკეანის ხედით დამსვენებლებს 22 000 დოლარი უჯდებათ.
- სიაში მეხუთე ადგილს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში არსებული სასტუმრო “Ritz-Carlton” იკავებს. კეთილმოწყობილი ნომერი საცურაო აუზით და უზარმაზარი სასტუმრო ოთახით 25 000 დოლარი ღირს.
- მეოთხე ადგილზე სასტუმრო “Villa La Capula” დასახელდა. ამ სასტუმროში ულამაზესი ნომრებია და მათი ფასი საშუალოდ 29 000 დოლარია.
- მესამე ადგილზე ნიუ-იორკის ცნობილი სასტუმრო “Four Seasons Hotel”-ია. ათოთახიანი პენტჰაუსი სასტუმროს ზედა მხარეს იკავებს და მას პერსონალური ლიფტი ემსახურება. ეს ნომერი 34 000 დოლარი ღირს.
- მეორე ადგილს ლას-ვეგასის სასტუმრო “Palms Casino Resort” იკავებს. სასტუმროს ნომერი “ფლეი ბოის” სტილშია გაფორმებული და მისი დაქირავება ერთი ღამით 40 000 დოლარი ღირს. ამ ნომრის მთავარი ღირსშესანიშნაობა ნახევრად ღია აუზია, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს.
- და ბოლოს, ყველაზე ძვირფასი ნომერი მსოფლიოში 59 000 დოლარი ღირს. სწორედ ამდენს ითხოვენ სამეფო პენტჰაუსში ჟენევის სასტუმრო “President Wilson Hotel”-ში.