მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწისქვეშა სასტუმრო – “Songjiang beauty spot”, – შანხაიში ახლო მომავალში გაიხსნება. პროექტში გათვალისწინებულია 21 სართული, რომელიც ეშვება კარიერის კედლიდან ტბაში. ტბის ქვეშ კი მოთავსებულია სასტუმროს სპორტული კომპლექსი. სასტუმროს სახურავი არის ბაღი, რომლის საერთო ფართობი 3 000 კვადრატული მეტრია.
არქიტექტორებმა სასტუმროს კომპლექსი კარიერის შიგნით მოათავსეს, რომელიც წყლით არის სავსე. მიწის ქვეშ, 100 მეტრ სიღრმეში მოთავსდება 400 ნომერი, ბარი, რესტორანი და სპორტული კომპლექსები.
კარიერის შუაგულში იქნება წყალქვეშ საცურაო აუზები და გასართობები. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის იქნება გათვალისწინებული ე.წ “ჯამფინგი“ ექსტრემალური დასვენების ცენტრიდან, რომელიც სასტუმროს თავზეა მოთავსებული. დამსვენებელს შეეძლება კარიერის აღმართულ კედლებზე ცოცვაც.
წყლის სიღრმეში განთავსდება რესტორანი.
ავტორი