ცოტა ხნის წინ, დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი უსასრულო აუზი გაიხსნა.
აუზი სასტუმრო „Address Beach Resort“-ის სახურავზე, 293, 906 მეტრის სიმაღლეზეა აშენებული.
ამ მაჩვენებლით ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. აუზის სიგრძე 94,84, სიგანე კი 16,5 მეტრია.
საინტერესოა რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები. აუზით სარგებლობას სასტუმროს მხოლოდ ის კლიენტები შეძლებენ, რომელთა ასაკიც 21 წელს აღემატება.
ავტორი