ბრიტანული გამოცემის “The Independent” ცნობით, ლონდონის პრესტიჟულ უბანში ჩელსი მდებარე რესტორანმა “Honky Tonk” წარმოადგინა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ბურგერი – “The Glamburger”. მისი ღირებულებაა 1100 გირვანქა სტერლინგი. გასათვალისწინებელია, რომ ამ ფასს ემატება მომსახურეობის £137,5. ამის გათვალისწინებით, “The Glamburger” მომხარებელს £1237,5 უჯდება.
ბურგერი 14 ინგრედიენტისაგან შედგება. მათ შორისაა ოქროფურცელი (თმის ღერზე თხელი ოქროს ფოლგა), კანადური ლობსტერი, ხიზილალა და ბეკონი ნეკერჩხლის სიროფში. კატლეტის დამზადებისას გამოყენებულია ახალზენლადიური ირმის ხორცი და იაპონური მარმარილოს ხორცი. ეს უკანასკნელი მზადდება ვაგიუს(ჭაგყუ) ჯიშის ხბოსაგან. მის ხორცში ცხიმის ქსოვილი ისე თანაბრადაა განაწილებული რომ მარმარილოს ეფექტს ქმნის.
“The Glamburger”-ის საერთო ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 2600 კალორიას რაც რეკომენდირებულ დღიურ ნორმას აღემატება.
ავტორი