ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქველმოქმედების სახით 23 მილიონ ევროს გაიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას სპორტული გამოცემა 9sportpro ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების წყალობით ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა ფიფასგან 23 მილიონი ევრო მოიგო.
მაუწყებლის ცნობით, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა თანხით ეკონომიკურად გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმაროს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხა ბავშვების საზაფხულო არდადეგების გატარებას მოხმარდება, რომ მათ სხვა ბავშვებივით შეძლონ დასვენება.