მესამე კვირაა მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს. ამის შესახებ განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში გააკეთეს.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსი ამბობს, რომ ვირუსით ინფიცირების კლება დამაიმედებელი ამბავია, მაგრამ წესების დაცვა აუცილებელია, რადგან გლობალური კლების ტენდენცია აჩვენებს, რომ ვირუსის მართვა შესაძლებელია ახალი შტამების გავრცელების ფონზეც.
მსოფლიო პანდემიის პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა 104 მილიონს უახლოვდება. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 75 მილიონს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 2 მილიონზე მეტი ადამიანი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით მსოფლიოში უკვე აცრილია 101 მილიონზე მეტი ადამიანი.