დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება.
„მთლიანად მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეპიდსიტუაცია უარესდება. უარესდება იმიტომ რომ იმატებს ახალი შემთხვევების რიცხვი. დღევანდელი დილის მონაცემებით ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში. ეს ნიშნავს, რომ პანდემია არ ჩერდება და სულ უფრო და უფრო ვითარდება.
ერთი პოზიტიური ისაა, რომ იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მცირდება გარდაცვლილთა წილი“,_ განაცხადა გამყრელიძემ.