მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 656 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის თანახმად, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 46 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.
პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“ 71 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1.6 მილიონზე მეტი კი დაიღუპა.