მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა მილიონ 400-ათასზე მეტი ადამიანი, 42 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა რაოდენობით, კვლავ ლიდერ პოზიციაზეა შეერთებული შტატები, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13 მილიონს აღემატება. მეორე ადგილზე 9 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, ინდოეთია, მესამეზე კი-ბრაზილია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.