მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა და 307 277 შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კორონავირუსს დღემდე 13 048 ადამიანი ესმხვერპლა, ხოლო განკურნებულთა რიცხვმა 92 372-ს მიაღწია.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ეტაპზე იტალიაში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსმა უკვე 4825 ადამიანი იმსხვერპლა. იტალიას მოჰყვება ჩინეთი (3265), ირანი (1556) და ესპანეთი (1381).