8 ივნისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 093 121-ს შეადგენს. გარდაცვლილია 406 221 ადამიანი, 3 462 284 კი გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (112 469 ადამიანი), მეორეზე – დიდი ბრიტანეთი (40 542 ადამიანი), მესამეზე კი – ბრაზილია (37 312 ადამიანი).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.