მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 17 მილიონს უახლოვდება. ოფიციალური მონაცემების თანახმად, გარდაიცვალა 600 ათასზე მეტი ინფიცირებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10 მილიონს აჭარბებს.
ვირუსის შემთხვევათა რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება, 152 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიასა და ინდოეთშიც.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რამდენიმე ქვეყანამ სავარაუდო ვაქცინის გამოყენება დაიწყო. ოქსფორდის ლაბორატორიის მეცნიერების თქმით, ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სავარაუდო ვაქცინის ფართო წარმოება სექტემბრიდან დაიწყება.
რაც შეეხება საქართველოს, ბოლო 24 საათში, ვირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.