მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო, პრეზერვატივების დეფიციტი იზრდება, _ ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, “COVID-19″-ის გავრცელების შეჩერების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი კომპანიები, იძულებული გახდნენ, წარმოება შეეჩერებინათ. კერძოდ ასეთია, მალაიზიური კომპანია ,,Karex Bhd”, რომელიც პრეზერვატირების წარმობის კუთხით მსოფლიოს ხუთეულშია. კომპანიის სამივე ქარხანა, რომლებიც მსოფლიოს პრეზერვატივების 20% აწარმოებს, კვირაზე მეტია არ მუშაობს და გეგმას უკვე 100 მილიონი პრეზერვატივით ჩამორჩნენ.
კომპანიის პროდუქციას ისეთი პოპულარული ბრენდი ავრცელებს, როგორიც Durex-ია. რომელიც მიეწოდება სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემებს, როგორიცაა ბრიტანეთის NHS და განაწილებულია დახმარების პროგრამებით, გაეროს მოსახლეობის ფონდში.
27 მარტს მალაიზიის მთავრობამ ქარხნების ნაწილი აამუშავა, მაგრამ მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით, რადგან ქვეყანაში ვირუსის საფრთხეს ჯერ არ გარდაუვლია.
,,დასჭირდება დრო, რომ ქარხნები გავუშვათ და ნახევარი ტევადობით შევინარჩუნოთ მოთხოვნა. მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქვეყანაში პრეზერვატივების დეფიციტი გვექნება, რაც საშიში იქნება. აფრიკაში ჰუმანიტარული პროგრამების შემთხვევაში კი, დეფიციტი, შესაძლოა, თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, _ განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გო მია კიატმა.
ასევე მსხვილი ქარხნები დაიხურა ჩინეთში, ინდოეთსა და ტაილანდში. კორონა ვირუსის გავრცელების კუთხით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ყველაზე რთული მდგომარება მალაიზიაა, სადაც 2 161 ინფიცირებული ადამიანია, 26 ადამიანი კი გარდაიცვალა.