მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი _31 წლის კატა გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მეინ-კუნის ჯიშის კატა, სახელად რაბლი დიდი ბრიტანეთის ქალაქ ექსეტერში ცხოვრობდა.
როგორც dailymail წერს, რომ კატის 51 წლის პატრონის ჰერითეჯის თქმით, კატა მას დაბადების დღეზე, 20 წლის იუბილეზე აჩუქეს, რომლის შემდეგ რაბლი მიშელთან ერთად ცხოვრობდა.
კატის პატრონი აღნიშნავს, რომ კატა არ ავადმყოფობდა, უბრალოდ, სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
როგორც ცნობილია, რაბლმა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატის წოდება შარშან მიიღო.
წინა რეკორდსმენი, ტეხასის შტატში მცხოვრები კატა სახელად სკუტერი იყო, რომელიც 2016 წელს, 30 წლისას გარდაიცვალა.