ფოტოგრაფ კარმენ მუნროს მიერ გადაღებულმა ჩიტის ფოტომ სახელად „მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ფრინველი“ ინსტაგრამის მომხმარებელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა.
როგორც Healthy Food House იუწყება, ფოტოგრაფმა ფულმერის ფოტო 2018 წელს გადაიღო, როდესაც შოტლანდიის ირგვლივ მოგზაურობდა, თუმცა, აღნიშნული კადრი სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა და თვითონავ გაოცებული დარჩა.
„სახლში დაბრუნებული ჩემს ფოტოებს ვათვალიერებდი, რომელთა დიდი ნაწილი განსაკუთრებული არაფერი იყო, რადგან შუქი ცუდად ურტაყმდა. როდესაც ეს ფოტო ვნახე გამეცინა“,_ ამბობს ფოტოგრაფი.