ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლი სახელად იმპერატორი გაიყიდა ჩინეთში რეკორდულ თანხად – 10 მილიონი იუანი.
ეს გახლდათ ათასი ძაღლიდან ერთ-ერთი, რომელიც აუქციონზე იქნა გამოყვანილი პროვინცია ხებეიში. გასაყიდად გამოტანილი ძაღლების საწყისი საშუალო ფასი 1 მილიონი იუანი იყო.
ტიბეტური მასტიფი ერთ-ერთი უძველესი და უძვირფასესი ჯიშის ძაღლია, ისინი უძველესი დროიდან დარაჯობდნენ ტიბეტელი ბერების მონასტრებს და ეხმარებოდნენ მომთაბარე ხალხს გადაელახათ ჰიმალაის მთები.
აქამდე ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლი მასტიფი სახელად “Big Splash” შარშან მარტის თვეში გაიყიდა 1, 5 მილიონ დოლარად.