მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ქოხი ალპებში, მატერჰორნის მთაზეა. იგი ზღვის დონიდან 4 003 მეტრ სიმაღლეზე ფრიალო კლდეზეა აშენებული.
ქოხი 1915 წელს ბელგიელი ალპინისტის ერნესტ სოლვეის დაფინანსებით ააგეს და მის სახელს ატარებს.
საცხოვრებელი ექსტრემალური სიტუაციებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მრავალი ალპინისტი იქ დასვენებისა და ულამაზესი ხედების სანახავად მიდის.