ორი ადამიანი გარდაიცვალა დმანისის სოფელ იფნარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები ოჯახის წევრები- ბაბუა და შვილიშვილი არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.