ბერა ივანიშვილი Instagram-ზე ბრაზილიელ მეგობრებს შეეხმიანა და გაუზარა ინფორმაცია, თუ რა შეასრულეს ამაზონის პროექტით.
„მსურდა რაიმე პოზიტივის გაზიარება ამ რთულ პერიოდში. აქ მოცემულია რეზიუმე იმის შესახებ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამაზონის პროექტის დაწყებიდან ერთ წელიწადში“,_ აღნიშნავს ბერა.
“გამარჯობა, ჩემო ბრაზილიელო მეგობრებო. ვიმედოვნებ, ყველა უსაფრთხოდ ხართ. ამაზონის პროექტის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მინდა გაგიზიაროთ, თუ რა შევასრულეთ”.
ვიდეოს მიხედვით, მატო გროსოსა და პარას შტატებში 15 სხვადასხვა ტერიტორიაზე 115 ჰექტარი აღდგა, თესლის შემგროვებლებისთვის 332,000.00 ბრაზილიური რეალი მოიტანა – “Xingu Seeds Network”-ზე ვირტუალური რეალობის ფილმის “Forest Makers”-ის გადაღება დასრულდა.
გარდა ამისა, ხელი შეეწყო ოჯახების დაბრუნებას თავიანთ თემებში ტერა დო მეიოში და მათ დაურიგეს საკვებით სავსე კალათები, რათა იზოლაციის დროს ოჯახები საკვებით უზრუნველყოფილნი ყოფილიყვნენ.
2020 წლის ივნისში ინტერნეტის სამი პუნქტი დამონტაჟდა, რათა მდინარისპირა მოსახლეობის თემებთან კომუნიკაცია გაუმჯობესდეს.