თითქმის 24-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა _ დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები, საყანე ფართობები.
კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე სუფსამ ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნაწილი დატბორა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურებში, დიდი ვანსა და ზემოხეთში მეწყერია ჩამოწოლილი.
ჩოხატაურის მერის მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით ყველა სოფელში სპეცტექნიკა მუშაობს და გადაადგილების პრობლემა ორხიდიან მანქანებს არ აქვთ.
ბარში წყალდიდობის პარალელურად, დიდთოვლობაა მაღალმთიან სოფლებში _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში თოვლის საფარო ერთ მეტრს აღწევს, თოვლი დიდია ქვაბღასა და ზოტშიც. სამივე სოფელში ამ ეტაპზე გაწმენდილია ცენტრალური გზები
თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე არიან.