მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
„მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. განსაკუთრებით ეს ეხება: ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს საზღვრებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.