“მოგვიწევს მეტად მკაცრი ზომებისა და მობილობის შეზღუდვის ღონისძიებების გამოყენება”, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
თამარ გაბუნიამ მოსახლეობას დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
„თუ ეს წესები დაცული არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა მოგვიწევს მეტად მკაცრი ზომებისა და მობილობის შეზღუდვის ღონისძიებების გამოყენება, ისე როგორც ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა, იმისთვის რომ კონტროლი შეინარჩუნოს და ვირუსის გავრცელება არ გახდეს უკონტროლო“, – განმარტავს გაბუნია.
მისივე თქმით, ლოკალიზებული კარანტინის გამოცხადება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული”, _ განაცხადა გაბუნიამ.