მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს თანამდებობა დაატოვებინეს, მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.
როგორც პრემიერის აპარატში “გურია ნიუსს” უთხრეს, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და საკითხი არც კი განხილულა.
მთავრობის პრესსამსახურის ნინო წივწივაძის თქმით მერაბ ჭანუყვაძე მუშაობს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს:
_ გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში და არავითარ მოხსნას არ ვადასტურებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას წივწივაძემ.
მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა.