საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განკარგულებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შუალედური არჩევნების ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 466 910 ლარი გამოეყო.
საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოსა და მარნეულის მოსახლეობამ მერები უნდა აირჩიოს.
მთაწმინდის მაცხოვრებლებს პარლამენტის დეპუტატი ჰყავთ ასარჩევი.
რიგგარეშე არჩევნები გაიმართება ოზურგეთში _ ქალაქის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი, ექადია, ცენტრი 3 და ანასეული შედის შუალედური არჩევნები საკრებულოს წევრის ასარჩევად იმართება.