სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
,,შევთხოვთ უფალს წყალობა და სიხარული არ მოაკლდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს.
წყალობა და სიხარული აუცილებელია ჩვენთვის, რადგან მრავალი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს და მთელს მსოფლიოს.
უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო განსაცდელშია.
წყალობა ღვთისა და სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა”, – ბრძანა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა.