მეხანძრე-მაშველები მეორე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით ცეცხლს ებრძვიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. სამეგრელოში დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. იმერეთში დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, 4 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში დაფიქსირდა 4 კერა, მათგან 2 ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. რაჭაში-ლეჩხუმში დაფიქსირდა 3 კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. გურიაში დაფიქსირდა 7 კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც ლიკვიდირებულ მინდორზე ხელახლა გაჩნდა ხანძარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს.
ცეცხლის ქრობის ამსახველი ვიდეო “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოაწოდა.