უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ცდილობენ.
“დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად, მტერი თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ცდილობს
მტერი ჩვენს პოზიციებს დაბომბავს საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, ცდილობს მიიღოს ზომები ჯარების გადაჯგუფებისთვის ცალკეულ მიმართულებებში, ახორციელებს საჰაერო დაზვერვას. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე“. – წერია ანგარიშში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტების თავდასხმებსი მოგერიებას განაგრძობენ.
ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებს, მშობიანი მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას
,,მტერი აგრძელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, ომის კანონებსა და ჩვეულებებს. 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა საჰაერო დარტყმებით, სარაკეტო დარტყმებით და სარაკეტო ზალვო სისტემების გამოყენებით,“ – აღნიშნულია გენერალური შტაბის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, უკრაინელებმა ბოლო ერთ დღეში 200 რუსი სამხედროს, 13 ტანკის, 17 ჯავშანმანქანისა და 4 საბრძოლო თვითმფრინავის განადგურება შეძლეს.
ავტორი