სამება გლოვობს!… ჩემი უსაყვარლესი და ყველაზე ახლობელი ოჯახი დაიქცა!
ბადრი ბიძია და ნუკრი ერთად წავიდნენ იმიერში…
გაიგო შორენამ ეს შემზარავი ამბავი და ახლა მივეცი უფლება თავს,რომ გამომეხატა მწუხარება,რომელმაც ჩამიგდო გული და სული!…
ძალიან,ძალიან მიყვარდა ორივე…გამორჩეულად!…ნათელში იყოს მათი სული!!..მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…
უფალმა გაანათლოს და სასუფეველი დაუმკვიდროს ორთავეს…ჩემი კეთილი,გულიანი,საყვარელი ადამიანები!!… _ წერს სოციალურ ქსელში სამების მკვიდრი იამზე ჟღენტი.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში. 17 იანვარს, ნუკრი მახარაძე ავტომანქანით ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. რა დროსაც, სავარაუდოდ, ცუდად გახდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის გარდაცვლილი დახვდა.
როცა შვილის გარდაცვალების ამბავი მამას შეატყობინეს, გულის შეტევით გარდაიცვალა.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს გაერდაცვლილთა ოჯახს, ახლობლებს ამ დიდი ტრაგედიის გამო.





























































