მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ასობით ადიამიანი სურათის გადასაღებად, შედის ჩაინგრა,_ მომხდარის შესახებ ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ტრაგედიას მთაწმინდაზე 28 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
“მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ”, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის დედა.