“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გუშინ საღამოსვე იყო ცნობილი.
_ ადასტურებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას საქართველოში?
_ რა თქმა უნდა, ვადასტურებ მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლას. წუხელ ვიცოდი, რომ ის ბათუმში იმყოფებოდა.
_ თუ ასე დაზუსტებით იცით, ინფორმაცია მაშინ ისიც გეცოდინებათ, ამ ეტაპზე სად იმყოფება?
_ ამის შესახებ მე ინფორმაცია, არ გამაჩნია. წუხელ რომ საქართველოში იმყოფებოდა, დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ.
_ როგორც მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს ინფორმაციას ვიდეოს მეშვეობით, ის იმყოფება ბათუმში. ემზადებით თუ არა მასთან შესახვედრად?
_ დღეს ხელისუფლება უსმენს განსაკუთრებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ამ ეტაპზე სასულიერო პირების მოსმენა გვერდზე გადადეს. აქედან გამომდინარე, ამ გეგმების შესახებ არ ვისაუბრეb და ყველაფერი თავის დროზე ყველასთვის ცნობილი გახდება.
_ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
_ ფაქტი არის ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში და ახლა მაგათმა იმტვრიონ თავი, საიდან შემოვიდა.
მთავარი არის ერთი ხალხს სჭირდება რეფერენდუმი, ცვლილებები და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.
[sexy_author_bio]