“ლეიბორისტული პარტიის“ ოზურგეთის ორგანიზაციას თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლება და საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებენ.
“მთავარი არის საკრებულო და მზად ვართ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ“, – გვითხრა “ლეიბორისტული პარტიის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მამალაძე. “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს დავით მამალაძემ გაგვიმხილა თუ ვინ იქნება საარჩევნო სიაში.
ესენი არიან: დავით მამალაძე, კაკო თავდუმაძე, მზიური ჭკადუა, ზაზა თავაძე, გოჩა ქუტიძე, სოფიო ხომერიკი, გელა ლესელიძე, გელა ანთაძე, შორენა მახარაძე, თამაზ შარაშიძე.
[sexy_author_bio]