https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მთავარი ის კი არ არის როგორ მომექცნენ, არამედ ის, თუ რა უქნეს ქვეყანას და ჩვენ ფეხბურთს!“

17:22; 15.10.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთ ფეხბურთელს შეგახვედრებთ. გიორგი ნემსაძე იმ თაობის წარმომადგენელია რომელსაც ასპარეზობა სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ მოუწია. საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ფეხბურთელებსაც მსოფლიოსა თუ ევროპულ ასპარეზობებზე მშობლიური ქვეყნის სახელით გამოსვლა უწევდათ.

გიორგი ნემსაძის სახელი დაკავშირებულია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფურცელთანაც. გახსოვთ ალბათ, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, გამარჯვება, ქვეყნის იმდროინდელი მმართველების უხეში ჩარევა და ახლად არჩეული ადამიანის სულ რაღაც ერთ საათში გადაყენება.

გიორგი ნემსაძე დღეს თავის საფეხბურთო კარიერაზე, ასევე იმ „გახმაურებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე“ თავად ისაუბრებს.

„1977 წელს ნაძალადევში, ცნობილ „ტრიკოტაჟკას” სტადიონზე ერთი წლით უფროსმა ბიჭებმა დაიწყეს ვარჯიში. მეც ძალიან მინდოდა და მამაჩემს შევუჩნდი. თავიდან იუარა, მაგრამ მერე ჩემი გავიტანე. ჩემი პირველი მწვრთნელები ჟანი ლეჟავა და ვანო შუდრა იყვნენ.

მამა ჩემს თამაშებს არასდროს აცდენდა. დილიდან საღამომდე დამდევდა, გადაყოლილი იყო კაცი ჩემზე. ეგ კი არა, ლანჩხუთში რომ გადავედი „გურიაში”, ცდილობდა იქაური მატჩებიც არ გამოეტოვებინა.

მოგვიანებით „ნორჩ დინამოელში” გადავედი რევაზ გაგუასთან. ის ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო, ჩემთან ერთად კი კაკო დევაძე, გოჩა გუჯაბიძე, დათო ყიზილაშვილი, გოგა ხურცილავა, სოსო ბარამიძე და ანდრო ნინიადისიც თამაშობდნენ. მოგვიანებით ანდრო საბერძნეთში წავიდა და იქაურ ნაკრებშიც ითამაშა… ჩვენმა „ნორჩმა დინამოელმა” ერთხელ გერმანიის ქალაქ ჰომბურგში დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგო: „აიაქსს”, „ბაიერნს” და „ ფეიენოორდს” ვაჯობეთ, ფინალში კი ჩეხოსლოვაკიის 17-წლამდელთა ნაკრები დავამარცხეთ!

იმ ტურნირზე გერმანიაში გუნდს ნოდარ აკობია და შოთა ჭეიშვილიც ახლდნენ, რომლებიც თბილისის „დინამოს” დუბლშემადგენლობისთვის ბიჭებს არჩევდნენ. როცა შევიტყვე, რომ „დინამო” მიწვევდა, თავი სიზმარში მეგონა! მალე ცხონებულმა დავით ყიფიანმა პირველ გუნდში მიმიწვია – ეს საერთოდ ფანტასტიკა იყო!

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე რამდენჯერმე ვითამაშე, 1989 წლის 23 სექტემბერს, ერევნის „არარატთან” თბილისურ მატჩში კი გოლიც გავიტანე! 16 წლის ვიყავი, იმ გოლის მერე ლამის ფრენა დავიწყე!

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია ჩვენს ოჯახს პირდაპირ შეეხო – ალალი ბიძაშვილი, ეკა ბეჟანიშვილი იმ მიტინგის დარბევისას მოკლეს…

საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი, მთავარი მწვრთნელი გენადი კოსტილევი კი ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა. ერთხელ ევროშესარჩევში ჰოლანდიას 3:0 მოვუგეთ, რამდენიმე დღეში კვიპროსთან უნდა გვეთამაშა, მე კი თბილისისკენ მიმიწევდა გული – „დინამო” ისრაელში მიდიოდა და ბიჭებთან ერთად მინდოდა ყოფნა. მწვრთნელმა მითხრა, თუ კვიპროსთან ხუთიანზე ითამაშებ, სახლში გაგიშვებო. კვიპროსსაც 3:0 მოვუგეთ, გოლიც გავიტანე, კოსტილევმა კი მითხრა: ვერ გაგიშვებ, ჯერ ერთი, ოთხიანზე პლუსით ითამაშე, თან, საპასუხო მატჩში ორი ფეხბურთელი მაკლდება და შენ ვეღარ შეგელევიო. თბილისში მაინც წავედი. ის დღე იყო და კოსტილევს ნაკრებში აღარ მივუწვევივარ, მალე კი საბჭოთა კავშირიც დაიშალა და…

საქართველოს პირველ ჩემპიონატს თბილისის „იბერიას” ფეხბურთელად შევხვდი. მაშინ 18 წლის ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რა ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. სხვათა შორის, პირველი სეზონის ბოლოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დამასახელეს. პრიზი ნოდარ ახალკაცმა გადმომცა.

„იბერიაში” ხშირად ვერ ვთამაშობდი, ამას კი ვერ ვეგუებოდი. იმავე პერიოდში ლანჩხუთის „გურია” დაინტერესდა ჩემით და მეც იქ წავედი. თან, შემადგენლობით ლანჩხუთელები „იბერიას” არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. მახსოვს, მალე „იბერიას” 2:1 მოვუგეთ და ერთი გოლი მე გავიტანე.

ერთი პერიოდი ამბობდნენ, თითქოს მოსკოვის „დინამოში” გადავდიოდი. შეიძლება მოსკოველებს სურდათ კიდეც ჩემი შეძენა, მაგრამ კონტრაქტამდე საქმე არ მისულა.

1991 წლის გვიან შემოდგომით ნაფარეულში, ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის თასის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 5:4 დაამარცხა ახალგაზრდული ნაკრები. იმ შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წავაგეთ, ძალიან მაგრად ვითამაშე! მახსოვს, ჩვენმა მწვრთნელმა ნიკა ამირეჯიბმა შემაქო – ყოველთვის ასე უნდა ითამაშოო… იმ ახალგაზრდულში ირაკლი ზოიძე, კაკო დევაძე, გოჩა ჯამარაული, ნუგზარ ლობჟანიძე, დავით ჯანაშია და ბადრი კვარაცხელიაც თამაშობდნენ.

„გურიას” მერე თბილისის „შევარდენი” იყო. იქ მურთაზ ხურცილავა გვწვრთნიდა. მისნაირი შრომისმოყვარე, თავდადებული და გამტანი კაცი იშვიათად მინახავს! პატიება არ იცოდა, შენგანაც თავდაუზოგავ შრომას ითხოვდა. საქართველოში სადაც მივიდა, ყველგან ძლიერი გუნდი შეკრა…

რატომ წავაგეთ „ტიროლთან” 1:5? ეჰ, ბევრი ნიუანსი იყო. დავიწყოთ იმით, რომ მურთაზ შელია არ გვყავდა, მცველი მარტო ნუგზარ ლობჟანიძე იყო. ფლანგებზე მე და ზაზა რევიშვილი ვთამაშობდით. აბა, მე რა მცველი ვარ, მთელი ცხოვრება საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი. მოკლედ, უმცველობამ დაგვღუპა!

1994 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატამდე, ნიგერიაში მასპინძლებს ამხანაგურად ვეთამაშეთ. 1:5 წავაგეთ. არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ვყოფილვარ ისეთ დღეში, როგორც იმ შეხვედრის მეორე ტაიმში. ნიგერიელები პირველად ასპარეზობდნენ მსოფლიოზე და გამალებული ემზადებოდნენ ტურნირისთვის, თან, ისეთი სიცხე იყო, ვერ აღვწერ. რასაც ჩვენ მეორე ტაიმში ვაკეთებდით, იმას ფეხბურთი კი არა, სირბილიც არ ერქვა – დავლასლასებდით. იმ წაგების მერე მსოფლიოზე ნიგერიას ვგულშემატკივრობდი. ისე, კარგი გუნდი კი ჰყავდათ…

იმავე წლის ნოემბერში, საქართველო-უელსის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს მათი პასი ჩავჭერი, ერთი უელსელი მოვატყუე და გიო ქინქლაძეს მივაწოდე ბურთი, რასაც გოლი მოჰყვა. ძალიან გამიხარდა, გიოსკენ მუხლებით გავსრიალდი, მაგრამ „გზაშივე” მივხვდი, რომ გადამიტრიალდა. ვერ წამოვდექი, რადგან ბიჭები დაგვახტნენ, მერე კი, როცა შემოგვეცალნენ, საშინელად ამტკივდა! სამი დღე საწოლიდან ვერ ვდგებოდი, თან, ამას ბოტკინიც დაემატა, ამის გამო კი კიდევ ერთი თვე გამიცდა…

1995 წელს „დინამო” მოსკოვში თანამეგობრობის თასის ტურნირზე ფინალში გავიდა. გუნდს ტრავმის გამო დავაკლდი. ძალიან მინდოდა იმ თამაშის ნახვა და ფინალის დღეს სამეგობროში და სამეზობლოში გენერატორს ვეძებდი ტელევიზორი რომ ჩამერთო. დენი ჩვენთან კი არა, მგონი მთელ თბილისში არ იყო…

1996 წლის შემოდგომით თბილისში ინგლისთან დავმარცხდით. მოგება ყველას ძალიან გვინდოდა, გულშემატკივრებიც წარმატებას ელოდნენ, მაგრამ მგონი, ზედმეტმა მონდომებამ დაგვღუპა და ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. ვნერვიულობდით თუ არა? მეტოქის სახელი ნაღდად არ გვაშინებდა, ტვირთად უფრო ის გვაწვა, რომ აუცილებლად უნდა აგვეღო 3 ქულა.

იმ მატჩის შემდეგ ჯოხი ალექსანდრე ჩივაძეზე გადატყდა, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არავითარი ტაქტიკური შეცდომა მას არ დაუშვია! თუ გუნდი მოგებაზე ფიქრობდა, სწორედ იმ განლაგებით უნდა ეთამაშა, რომლითაც იმ დღეს გავედით მინდორზე, ანუ 3-5-2-ით. მატჩის წინ ჩივაძე თითქმის 6 საათი გვესაუბრებოდა ბიჭებს, ინგლისელთა თამაშს გვირჩევდა… ის წაგება მწვრთნელის კი არა, ჩვენი, ბიჭების ბრალია. ინგლისელებმა გვაჯობეს და მორჩა!

თუ სერიოზულად ფიქრობ დიდ ფეხბურთზე, საფეხბურთო ქვეყანაში წასვლაზეც უნდა იფიქრო. კარიერის დასაწყისში გერმანიაში ან იტალიაში თამაში მსურდა. საზღვარგარეთ წასვლა კიდევ იმიტომ მინდოდა, რომ აქ მხოლოდ ფეხბურთზე ვერ ვფიქრობდი – უამრავი სხვა საკითხიც მემატებოდა, მე კი ვგრძნობდი, რომ კონცენტრირებული ვერ ვიყავი. ეს დისკომფორტს მიქმნიდა.

1997 წლის გაზაფხულზე, როცა ბათუმში მოლდოვის ნაკრებს 2:0 მოვუგეთ, მატჩის შემდეგ სასტუმროში ლონდონის „არსენალის” წარმომადგენელს შევხვდი. მცირე ხანს ვისაუბრეთ, მითხრა არსენ ვენგერი დაინტერესდა თქვენითო. გამიკვირდა, მაგრამ იმ ამბის შემდეგ აღარავინ შემხმიანებია. „არსენალის” ინტერესის შესახებ მოგვიანებით კიდევ ერთხელ შევიტყვე, თუმცა იმ დროს უკვე ციურიხის „გრასჰოპერში”ვთამაშობდი. კლუბის გენერალური დირექტორი ერიკ ფოგელი ვენგერთან მეგობრობდა და მაშინ მითხრა, შენი შეძენა „არსენალს” სურსო. ჩემდა სამწუხაროდ, საოცნებო ტრანსფერი არ შედგა.

„გრასჰოპერამდე” გერმანია და თურქეთი იყო. გერმანიაში ნახევრადპროფესიულ კლუბში „ჰომბურგში” ვთამაშობდი. ეს გუნდი რეგიონალლიგაში ასპარეზობდა, მაგრამ ჩემთვის იქ გატარებული პერიოდი მაინც ტკბილადმოსაგონარია. თუნდაც იმიტომ, რომ სუფთა საფეხბურთო გარემოში ვიყავი – იმდროინდელ საქართველოსთან შედარებაც არ შეიძლება. ამას გარდა, დამოუკიდებლად ცხოვრებას მივეჩვიე – თბილისში თუ ჩემები მეხმარებოდნენ, გერმანიაში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო ვიყავი და ჩვენით გაგვქონდა თავი.

„ჰომბურგამდე” თურქეთში, „ტრაბზონსფორში” აღმოვჩნდი. იქ გადასვლა შოთის და აჩის დამსახურებაა – მაშინ ისინი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ! გულახდილად გეტყვით: დიდი ფეხბურთის გემო პირველად სწორედ ტრაბზონში გავიგე – ჯერ ერთი, ყველა საშინაო თამაში სავსე ტრიბუნების წინ ტარდებოდა, თან, ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. ჯერ მარტო შენოლ გიუნეში რად ღირს – ეს კაცი იქაური ფეხბურთის ლეგენდაა, 2002 წელს თურქებმა მსოფლიოზე მისი ხელმძღვანელობით მოიგეს ბრინჯაო!

თურქეთში კარგად ვითამაშე და იტალიის სერია ა-ში აღზევებული „ლეჩეც” შემეხმიანა – ორკვირიან სინჯებზე მიმიწვიეს. მაშინ გუნდს ჩეზარე პრანდელი წვრთნიდა. საცდელი ვადის დასრულების მერე მწვრთნელმა კონტრაქტი შემომთავაზა. იმ პერიოდში მიშა ყაველაშვილმაც დამირეკა – „გრასჰოპერის” გენერალურ დირექტორთან, ოდესელ ებრაელ ილია კეცინგთან დამაკავშირა. კეცინგი დამპირდა, რომ იტალიელების შემოთავაზებულ ხელფასზე 1,5-ჯერ მეტს გადამიხდიდა. ვიფიქრე, რომ ჩემი ოჯახი შვეიცარიაში უკეთ იქნებოდა და „ლეჩეში” გადასვლა ვიუარე. ახლა რომ ვფიქრობ, შევცდი – სერია ა სულ სხვა დონის ჩემპიონატი იყო.

შოტლანდიაში კარიერის მიწურულს გადავედი. „დანდიში” ოთხი წელიწადი გავატარე და ხანდახან მგონია, რომ მთელი ცხოვრება იქ ვიყავი. იცით იქ როგორი დამოკიდებულებაა ფეხბურთის მიმართ? საოცარი! ბრიტანეთში თამაში ყველა ფეხბურთელისთვის ოცნება უნდა იყოს! ჯერ ტრიბუნებზე რა ატმოსფეროა? გულშემატკივრები ყველა პირობას გიქმნიან, რომ არ ინერვიულო, ხმამაღალი შეძახილებით გამხნევებენ! მოიგებ – ზეიმია, წააგებ – გვერდში გიდგანან და მაინც ზეიმობენ! დასრულდა თამაში და ფანები უკვე მომდევნო მატჩისთვის ემზადებიან… ეს დაუსრულებელი პროცესია, ზეიმი, რომელსაც ბოლო არ უჩანს!

გლაზგოს „სელტიკი” მაშინ დამიკავშირდა, როცა „დანდის” კაპიტანი ვიყავი. იმ დროს გლაზგოელებს მარტინ ონილი წვრთნიდა. შეთანხმება ასეთი იყო: თუ „სელტიკი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებოდა, ჩემთან კონტრაქტს გააფორმებდნენ. ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში „სელტიკმა” შვეიცარიის „ბაზელთან” 3:1 მოიგო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოულოდნელობა არ მოხდებოდა, მაგრამ საპასუხოში ონილის გუნდი 0:2 დამარცხდა და… იმ წაგებამ ძალიან დამწყვიტა გული – „სელტიკში” გადასვლა გულით მინდოდა.

2003 წლის 30 აპრილი ჩემთვის გამორჩეული დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება – რუსებს თბილისში 1:0 მოვუგეთ, არადა, ჩვენ გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. კარგად მახსენდება იტალიასთან პერუჯაში მატჩი და სოფიაში ბულგარელებთან პაექრობაც – ჩვენ ორივე შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, რუსებთან ხსენებული პაექრობა კი იმიტომაა ნომერ პირველი, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

კარიერა თბილისის „დინამოში” დავასრულე. იმ გუნდში ყველაზე ასაკოვანი ვიყავი. არ დავმალავ: ვამაყობ, რომ დავბრუნდი და გამოცდილება ბიჭებს გავუზიარე. გამიხარდა ისიც, რომ უეფას ჯგუფურ ტურნირში მოვხვდით – ასეთი რამ ვერც მანამდე შეძლო რომლიმე ქართულმა კლუბმა და სამწუხაროდ, ვერც მას შემდეგ. საერთოდ, „დინამო” ჩემთვის სხვა თემაა – მიმაჩნია, რომ სწორედ აქ უნდა დაასრულოს კარიერა ყველა იმ ფეხბურთელმა, ვინც ევროპაში „დინამოდან” წავიდა.

იდეალური პარტნიორები? მიშა ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული და რა თქმა უნდა გიო ქინქლაძე.

2007 წლის 13 მაისს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს იშვიათად ვიხსენებ, იმ ამბებმა ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გულწრფელად ვამბობ: მთავარი ის კი არ არის, როგორ მოექცნენ გიორგი ნემსაძეს, არამედ ის, თუ რა უქნეს ქვეყანას და ჩვენ ფეხბურთს! ეს იყო ფეხბურთში ყველაზე არასწორი და უაზრო ჩარევა. მომხდარი არც თამაშზე ზრუნვით იყო განპირობებული – გარკვეულ ძალას თავისი კანდიდატის გაყვანა სურდა და ასეც გააკეთა. ბოდიში და სულ ფეხებზე დაიკიდეს, ხალხი რას იტყოდა!

რა მოხდებოდა, რომ არ გადავმდგარიყავი, დამიჭერდნენ თუ არა? უხეში ჩარევის შემდეგ მივხვდი – მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. შესაძლოა მე არც შემხებოდნენ, მაგრამ საკუთარ თავს ვინ ჩივის? ახლობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე ვფიქრობდი და წასვლა ვარჩიე.

ერთხელ დაწერეს, მოვლენების ასეთი განვითარებისთვის წინასწარ მზად რატომ არ იყოო. ამაზე სიმწრით მეცინება: გეგულებათ ადამიანი, ვინც 2007 წლის 13 მაისს წინასწარ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლება არჩეულ პრეზიდენტს გადადგომას მოსთხოვდა?

რომ არა პოლიტიკის ასეთი უხეში ჩარევა, ჩვენი ფეხბურთი დღეს ასეთ საშინელ დღეში არ იქნებოდა. ნებისმიერ საქმეს პროფესიონალიზმი სჭირდება, ერთგულება, მაგრამ მთავარი მაინც სიყვარულია. მათ არც სიყვარული ჰქონდათ, პროფესიონალიზმსა და ერთგულებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომაც, შესაბამისი შედეგი მივიღეთ“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

09:55; 11 თებერვალი, 2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026

„სიომა“

რუსეთი უკრაინაში გაუპატიურებას  „სამხედრო სტრატეგიად“ იყენებს - გაერო

ყველა სიახლე

სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026
მსოფლიო

რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

11:59; 15.02.2026
სამართალი

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

11:44; 15.02.2026
სამართალი

პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

11:07; 15.02.2026
სამართალი

14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:02; 15.02.2026
ზაფრანი

„უკვე ყველა „გაიშნიკმა“ იცოდა მისი მანქანის ნომერი…“

10:56; 15.02.2026
პოლიტიკა

დაიშალა თუ არა გვარამია-ჯაფარიძის კოალიცია

10:29; 15.02.2026
პოლიტიკა

სიმონ ჯანაშია: ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, უნივერსიტეტები დაემორჩილონ ერთ პარტიას

10:11; 15.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიას – თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში

9:54; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო