ტელეკომპანია ,,მთავრმა არხმა“ ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს კადრი და ხმა გათიშა და შავი ეკრანი აჩვენა. ეკრანზე გამოჩნდა წარწერაც: “აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა”.
როგორც, ტელეკომპანიის წამყვანმა განაცხადა, აღნიშნული ფორმით, ირაკლი ღარიბაშვილს პროტესტი გამოუცხადა.
ცნობისთვის, დღეს ბათუმში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა იმართება. უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდივის პრეზიდენტ, მაია სანდუს გარდა, კონფერენციაში მონაწილეობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
ავტორი: მერაბ ცაავა