საქართველოს მთავრობა მეოთხე თაობის ბიომეტრული პასპორტის და ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა „ციფრული იუსტიციის სახლზე“ გადასვლაზე, რაც წარმოადგენს იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრულ გაგრძელებას. მუშავდება ციფრული იუსტიციის სახლის მობილური აპლიკაცია, რომელიც უახლოეს თვეებში წარედგინება ჩვენს მოსახლეობას. მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე გეტყვით, რომ ვგეგმავთ თანამედროვე მეოთხე თაობის ბიომეტრიული პასპორტს გაკეთებას, ამას უახლოეს რამდენიმე თვეში წარვუდგენთ საზოგადოებას და ვგეგმავთ ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.