საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გაიზარდა. კერძოდ, 8 მაისის განკარგულებით იგეგმებოდა 8,081,647 ლარის უზრუნველყოფა, ხოლო 18 მაისის განკარგულებით ეს თანხა 8 954 107 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
მათ შორის:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის – 2 422 778 ლარი
- კულტურის სამინისტროსთვის – 2 მლნ ლარი
- რეგიონი განვითარების სამინისტროსთვის – 895 177 ლარი
- ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის – 695 259 ლარი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის – 692 555 ლარი
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის – 660 220 ლარი
- იუსტიციის სამინისტროსთვის – 470 000 ლარი
- ჯანდაცვის სამინისტროსთვის – 315 835 ლარი
- განათლების სამინისტროსთვის – 443 328 ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის – 358 955 ლარი
წინა განკარგულებისგან განსხვავებით, უწყებების სიას დაემატა განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.


































































