რუსეთში, კამჩატკაზე, კლიუჩევსკაია-სოპკას ვულკანურ მთაზე ასვლის დროს, რუსეთის 6 მოქალაქე დაიღუპა. ისინი სიმაღლიდან ჩაცვივდნენ, – ამის შესახებ BBC წერს.
ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, BBC იუწყება, რომ შემთხვევის მიზეზი უამინდობა იყო.
12-კაციანმა ჯგუფმა 4754 მეტრის სიმაღლის მთაზე ასვლა გასული კვირის სამშაბათს დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 6 გადარჩენილი თავს ბანაკს აფარებს.