სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, საარჩევნო უბნის შორეახლო ახალგაზრდები არიან შეკრებილი.
„გურია ნიუსმა“ მართლა გადაიღო ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც კითხვაზე _ თუ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს, რატომ არ ტოვებენ ტერიტორიას, გვიპასუხეს, რომ მთებს ათვალიერებენ
_ მთებს ვათვალიერებთ, არ შეიძლება?! _ გვითხრა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შეკრებილი ახალგაზრდები იმ შემადგენლობის ნაწილია, რომლებიც არჩევნებს „აკვირდებიან“.
[sexy_author_bio]