ევროპულ საჭადრაკო დაფაზე დაუბრკოლებლად მეფობს გრძელი ანტიციკლონური ხიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზიდან ჩვენზეც კი ახდენდა გავლენას. თუმცა უახლოეს დღეებში ანტიციკლონის შესუსტება ღია დერეფანს დატოვებს ცივი ჰაერის ნაკადების წარმოქმნისთვის, რაც თანდათანობით დააბრუნებს ვერცხლისწყლის სვეტებს ნოემბრის დასაწყისისთვის უფრო შესაფერის მნიშვნელობებამდე.
ცივი ჰაერის მასების გავრცელება საქართველოში 3 ნოემბრიდან დაიწყება, რომელიც ამინდს შეცვლის მთელს ქვეყანაში.
3 ნოემბერს – კვირას, დასავლეთში ყველგან აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია წვიმა, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მ/წმ-დე, შედარებით აცივდება.
4 ნოემბერს, ნალექი შემცირდება და დღის საათებში ხანმოკლედ გამოიდარებს, ქარი ჩადგება.
5 ნოემბერს კი მთელს ქვეყანაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, დასავლეთში ზოგან ძლიერი ნალექი, მაღალმთიან ზონაში თოვლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმული პირობების შექმნა.
შედარებისთვის გეტყვით, რომ 1-2 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე +21, +23 გრადუსი იყო,
5 ნოემბერს კი მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +12 გრადუსი იქნება.
ბოლო მონაცემების მიხედვით ამინდის განახლება ასეთია მომდევნო დღეებისთვის.
გისურვებთ სიხარულს, მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე