“მოკლედ მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს, ამდენი ემოცია ჩემთვის ძალიან რთულია.. დამიჯერეთ, კომენტარებსაც ვერ ვკითხულობ, მაგრამ იმდენი მწერს პირადში და იმდენი აზიარებს რომ რთულია გვერდი აუარი ამ ამბავს.
ჩემი სიმართლის მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან ვინც საჭიროა და ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენს, ყცელამ იცის, რიგორი ხასიათი მაქვს. არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო და ერთად ჩავწერთ ძალიან კარგ ვიდეოს რასაც ვერავინ გააპროტესტებს.
მე მინდა ყველა უცნიბს თუ ნაცნობს დიდი სიყვარულით მადლობა გადავუხადო ამ სიტყვებისთვის! ამ სიყვარულისთვის. მივხვდი რომ ტყუილად არ მიკეთებია ამდენი რამ !
მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და მომიტევეთ თუ გაგაღიზიანეთ _ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოწვეულ კრიტიკას თავად ზიზი ჭელიძე.
ინფორმაციისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ფინანსურად ეხმარება.
ვიდეომ საზოგადოებაში სხვადასხვა ემოცია გამოიწვია.